პიტერ სიიარტოსთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორმხივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის საკითხებს.
უნგრულმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვაზე, რომელიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს. მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა დღეს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრა.