“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მე აღვადგენ ქვეყანაში სამართლიანობას. სამართლიანობა იქნება ყველგან და ყველასთვის. მე შევძლებ, რომ აღვადგინო ჩატეხილი ხიდები აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. მე შევძლებ იმას, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება.”
ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ კუთხემ თავისი ფუნქცია დაიბრუნოს და ზოგადად ქვეყანამ შეძლოს მართლაც ნორმალურ კალაპოტში ცხოვრების გაგრძელება, მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება, საკუთარი გზის პოვნა და ის, რასაც ქვეყნის რეალური წინსვლა ჰქვია.
საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ცაგერის მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე და “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი გია ბურჯანაძე მეუფე სტეფანემ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.