წირვა-ლოცვა აღავლინა გორთაფონის მამამთავართა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ილარიონმა.
წირვის შემდეგ მოძღვარმა კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს ჯვართამაღლების დღესასწაული და თითოეულ მათგანს უსურვა, ჰქონოდეს სწრაფვა ღვთისკენ, სიკეთისკენ, მოყვასის სიყვარულისკენ და რომ მხოლოდ ერთობითა და თანადგომით იქნება საქართველო ძლიერი და ბედნიერი.