ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებს და ფსიქოლოგებს ხუთდღიან ტრენინგებს უტარებენ. ტრენინგების გახსნას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი დაესწრნენ.
NASRO-ს ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებსა და ფსიქოლოგებს ასოციაციის საქმიანობას აცნობენ და აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცრების გამოცდილებას უზიარებენ.
ტრენინგ-კურსი მოიცავს სამართლებრივი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას დანაშაულის, ნარკოტიკის მოხმარების, ძალადობის შემცირებისა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ქენედი სერტიფიკატებს გადასცემს.
აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია NASRO წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს სამართალებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური ამერიკულ ორგანიზაციასთან 2011 წლიდან თანამშრომლობს.