ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია თევდორაძემ ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტების სია წარადგინა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
“მე წარმოგიდგენთ შიშველ ფაქტებს შეჩერებულ პროექტებზე და მეეჭვება რეგლამენტით გათვალისწინებული დრო საკმარისი იყოს. თითოეული ეს პროექტი იმ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი იყო, სადაც უნდა განხორციელებულიყო. პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზის კომუნიკაციების, რეგიონებში წყლის სათავე-ნაგებობების მოწესრიგებას, რაჭა-ლეჩხუმში ლოკალური ჰესების მშენებლობას შეეხებოდა. ეს პროექტები განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე ათას სამუშაო ადგილსა და რამდენიმე ასეულ ლარის შემოსავალს ნიშნავდა. ქვეყნის დანაშაული უმოქმედობაშია. დღესაც გთავაზობთ და გეუბნებით, რომ ერთად დავსხდეთ და ვიფიქროთ, ვიზრუნოთ ამ სამუშაოებზე“ , _ განაცხადა გია თევდორაძემ.