“ახლა რომ მოქალაქეობა მივიღო, მაშინვე დავკარგავ პრემიერის პოსტს. ნახეთ, როგორი აბსურდია, როგორც ევროკავშირი ქვეყნის მოქალაქე ისე ვარ არჩეული პრემიერად. ეს გამიკეთა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ახლა ისე წარმოაჩინეს, რომ მე პასპორტს ვერ ველევი. სიცოცხლე დავთმე ჩვენი ქვენისთვის, როცა დასჭირდა, თავი გადავდე და როგორ ფიქრობთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ვერ დავთმობ?
“პროცედურები სჭირდება სასამართლოს გზით რომ დავიბრუნო წართმეული მოქალაქეობა, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ და არ ვაჩქარებ ჩემს ადვოკატებს.
“რაც შეეხება დათმობას, ერთხელ უკვე დავთმე უცხო ქვენის მოქალაქეობა და საფრანგეთის საელჩოში საკუთარი ხელით დავწერე განცხადება. იყო შესაძლებლობა რომ საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო ნატურალიზაციით, მაგრამ ეს არ გამოვიდა.
შემდეგ სააკაშვილმა გადმომიგდო მოქალაქეობა. აჰა წაიღეო. პრინციპულად არ ავიღე სააკაშვილის მოცემული მოქალაქეობა. მე მას სასამართლოს წესით დავიბრუნებ”, _განაცხადა პრემიერ მინისტრმა.