ელიზავეტ კარაგიანიდუმ და რობინ სიუორდმა მინისტრის მოადგილეებს, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში დაგეგმილი სადამკვირვებლო საქმიანობის დეტალები გააცნეს. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესსაც დააკვირდება.
სოფიო ჯაფარიძემ და ბესიკ დევდარიანმა ეუთო-ს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, საარჩევნო უფლების მქონე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რაოდენობის შესახებ. ასევე გააცნეს ის ღონისძიებები, რომლებიც სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად და სამართლიანად განსახორციელებლად გაატარა და მომავალშიც გაატარებს.
მინისტრის მოადგილეების განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო შეხვედრას გეგმავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათ სრული ინფორმაცია მიიღონ არჩევნების დაუბრკოლებლად და თავისუფალ გარემოში ჩატარებისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.