რატიანის განმარტებით ივანიშვილს ხელისუფლებიდან წასვლით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, თუმცა მთავრობისა და საზოგადოების კონტროლი სურს. უმცირესობის დეპუტატის თქმით, პრემიერის დღევანდელი შეხვედრა ცენტრალური ტელევიზიების მთავარ რედაქტორებთან არაკონსტრუქციული იყო.
“საერთოდ ვერ წარმომედგინა, ქვეყნის მთავრობის პირველ პირს ჟურნალისტებთან ასეთი ტონით თუ შეეძლო ლაპარაკი. ვფიქრობ, არც ჟურნალისტებს წარმოედგინათ მსგავსი რამ. ეს შეხვედრა საქმის გარჩევას ჰგავდა. როგორც ჩანს პრემიერს, სურს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ამიტომ მიდის ხელისუფლებისდან, მაგარმ ასევე სურს, რომ აკონტროლოს ხელისუფლება. არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც. მას სამოქალაქო პატრიარქის როლის შესრულება სურს. როდესაც ოლიგარქს სურს აკონტროლოს ერთის მხრივ ხელისუფლება, საზოგადოება და მედია, ეს “ნათლიმამა”-ს სიუჟეტს წააგავს. მას სურს იყო საქართველოს “ნათლიმამა”, _ განაცხადა უმცირესობის წევრმა.