იმ დევნილებისთვის, რომლებიც ვერ მოასწრებენ გრაფიკით მოცემულ ვადებში რეგისტრაციის გავლას, დამატებითი კომისია თბილისსა და ზუგდიდში გააგრძელებს მუშაობას .
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დევნილმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დევნილის მოწმობა, პირადობის ან დაბადების მოწმობა. დაქორწინებული წყვილი რეგისტრაციისათვის წარმოადგენს შემდეგ საბუთებს: ბავშვების დაბადების მოწმობისა და ქორწინების მოწმობას. ნებიმიერი 21 წელს ზემოთ მოყოფი პირი, რომელიც ცხოვრობს ცალკე, წარმოადგენს: ამონაწერს საჯარო რეესტრიდან ან ბინის მეპატრონის თანხმობას, დარეგისტრირდება ცალკე. 6 წლამდე ასაკის ბავშვების მიყვანა რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არ არის.