“მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი საქმე იყო. მთელი რიგი საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში და მართლაც შს სამინისტროს ორგანობის სპეციალისტებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარ-ჩვევები და გახსნეს ეს საქმე. მე მათ ვულოცავ. არ გეგონოთ, რომ ეს არის მარტივი საქმე და მეტსაც გეტყვით, ამ გახსნით ჩვენ ერთგვარად მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებსაც ბოროტი ზრახვები გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ ჩვენ მსგავსი საქმის გახსნა შეგვიძლია და უფრო მეტ პრევენციულ ღონისძიებებსაც განვახორციელებთ.”
სესიაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტში კანონპროექტი კიბერ უსაფრთხოების შესახებ უკვე შემოსულია.
“თქვენ იცით, რომ კიბერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფათ მთელ რიგ ღონისძიებებს ვგეგმავთ. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც არის შემოსული, ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ შს სამინისტროს ამ საქმის გახსნას და მათ ვინც ასეთი დიდი დანაშაული ჩაიდინეს, ან მომავალში შეიძლება ასეთი ბოროტი ზრახვა ჰქონდეთ, ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ყველა ასეთი დანაშაულის აღკვეთას”,_ განაცხადა სესიაშვილმა.