“როგორც მოგეხსენებათ 1-დან 6 ოქტომბრამდე არის ხანდაზმულთა საერთაშორისო კვირეული. ამ კვირეულის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ კონცერტი აქცია მოეწყო და შემდეგ მოხუცებულთათვის საჩუქრები გადაეცა. ამით ჩვენ ერთგვარი პატივისცემა გამოვხატეთ ხანდაზმულთა მიმართ. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდებისა და მოხუცებულთა კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამის ფარგლებში ჩვენ მხოლოდ ამ აქციით შემოვიფარგლეთ, თუმცა მომავალი წლიდან უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ვგეგმავთ”, _ განაცხადა ახალგაზრდული სამსახურის უფროსმა ვანო ბუხაიძემ.