ტურუსტები სოფელ ჟაბეშიდან უღირის უღელტეხილის გავლით სოფელ ადიშში მიემართებოდნენ. ამინდის გაუარესების გამო მათ კვალი აებნათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. დახმარების შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაცია ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა სამაშველო-საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და არ შეწყვეტილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა სრული სამთო აღჭურვილობით 16 ხეობა და ყველა არსებული ტურისტულ მარშრუტი დაათვალიერა.
5 ოქტომბერს ებრაელ ტურისტებს მაშველებმა სოფელ ადიშსა და ჯაბეშს შორის მდებარე ერთ-ერთ ხევში მიაკვლიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გადაყვანილია მესტიაში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.