შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
“სტუდენტების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა არა მხოლოდ ბერლინიდან, არამედ საარბრუკენიდანაც კი. ეს მოწმობს იმას, რომ ქართველ სტუდენტებს აინტერესებთ რა ხდება საქართველოში. ვისაუბრეთ ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა იყო შეკითხვები საშინაო პოლიტიკაზეც.
სტუდენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ ის პრაქტიკული შედეგები, რაც მოყვება ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას. მათ აინტერესებთ როგორია გეგმები ნატო-სთან მიმართებაში და როგორ განვითარდება რუსეთთან ურთიერთობები.
მათი გამოსვლები და კომენტარები იყო ძალიან კვალიფიციური, რაც იმას მოწმობს, რომ ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია გერმანიაში”,_ განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.