მინისტერიალზე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ურბანული განვითარებისა და მიწათმოწყობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა ქმნის მაღალი დონის ერთგვარ პლატფორმას მთავრობათაშორისი დიალოგისთვის, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ ხედვები და მოსაზრებები თავიანთ ქვეყნებში მდგრადი საცხოვრისის, ურბანული განვითარებისა და მიწათმოწყობის საკითხებზე. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნება წევრ ქვეყნებში საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები.
“გაერო-ს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიის ფორუმში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დამატებითი გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად ურბანული განვითარებისა და მიწის მართვის სფეროში. საქართველოს მთავრობამ ფართომასშტაბიანი რეფორმები განახორციელა საქართველოს სწრაფად მზარდ უძრავი ქონების ბაზარზე, დანერგა ინოვაციური მეთოდები მიწის ადმინისტრირების სფეროში. კომისიის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ დაწყებული რეფორმები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე”, _ აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
გაერო-ს ევროპისათვის ეკონომიკური კომისია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე 1947 წელს დაარსდა შვეიცარიაში, ჟენევაში.
კომისიის ფორუმი ჟენევაში 7 ოქტომბერს დაიწყება. დავით ჯანდიერის მოხსენება თემაზე − „არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და სავარაუდო გამოწვევები მიწათმოწყობის სფეროში“ − მინისტერიალზე 8 ოქტომბერსა დაგეგმილი.