როგორც “ქარვასლაში” გამართული კონცერტის რეჟისორმა ბესო ლომსაძემ განაცხადა, წლევანდელი თბილისობა გამორჩეულად მრავალფეროვანი იყო.
“ქარვასლამ უმასპინძლა თბილისობის დღესასწაულს. გამოფენები იყო მეორე სართულზე. დაბლა -კონცერტი, ეთნიკური ჯგუფების მონაწილეობით. გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. წინა წლებისგან განსხვავებით უფრო მრავალფეროვანი პროგრამა გვქონდა. მონაწილეობას იღებდნენ: უკრაინელები, ოსები, აფხაზები, ბერძნები და ა.შ ბევრი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი”.
“ძალიან მომწონს, სხვადასხვა ეროვნების ცეკვები და სიმღერები რომ არის წარმოდგენილი. კარგი გასართობი პროგრამაა. ორ ბავშვთან ერთად ვარ მოსული და ამათაც ძალიან მოსწონთ. თბილისობაზე სულ დავდივარ, ვცდილობ არ გამოვტოვო ეს დღესასწაული. სომხური ცეკვებიც არის ხოლმე და მიხარია”, _ აღნიშნა ფოლკლორული ანსამბლების მოსასმენად მოსულმა ირინა ოვაკიმიანმა.
“თბილისობა 2013” ევროპის მოედანზე მიუზიკლმა “ვერის უბნის მელოდიებმა” და მშვიდობის ხიდზე მოძრაობის თეატრის საჰაერო შოუმ დაასრულა.
თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.