დაკავებულმა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, სიღნაღში, რესტორანში დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და რესტორნის მფლობელს ლია ბოსტოღანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს დაცვის პოლიციის ოპერატიულმა ჯგუფმა დროული რეაგირება მოახდინა და სიტუაცია ადგილზევე განმუხტა.
მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა იოსებ ჯავაშვილის ქმედებაზე რეაგირება მოახდინეს და ჩატარებული ღონისძიების შედეგად ის წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად დააკავეს.