კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანიტა რაჭველიშვილმა, გიორგი ცაგარელმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ნიკოლოზ რაჭველმა და ლიზა ბაგრატიონმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საღამოს დიპლომატიური კორპუსის და ბერლინის მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დუდანა მაზმანიშვილს არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზებისთვის და ყველა მონაწილეს. ამ დარბაზში პირველად ვარ და მართლაც განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროა. ბერლინის საზოგადოებამ ქართველი მუსიკოსები დიდი ოვაციებით დააჯილდოვა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბერლინში ქართული კულტურის წარმოჩენა და ჩვენ მომავალშიც აქტიურად შევუწყობთ ხელს კულტურული პროექტების განხორციელებას,” _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.