ავსტრალიის მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა ავსტრალიის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევროპის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ელჩი ჯერემი ნიუმენი, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია.
კონსულტაციებისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტთა ურთიერთგაცვლისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობა.
ავსტრალიის მხარეს მიეწოდა სრული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, მათ შორს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.