https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ღარიბების დაბა, საიდანაც ბავშვები თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად!

19:06; 13.06.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დაბაში, სადაც მოსახლეთა რაოდენობა 3 570-ია, შედის 8 რაიონი. აქაურებს უწყლობა, უგზოობა, უმუშევრობა აწუხებთ. სამუშაოდ თურქეთში გადახვეწილი ახალგაზრდობა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია _ არასრულწლოვნები. სოფელში უფროსი ასაკის ადამიანებია შემორჩენილი და ყველაფერთან ერთად, ისინი განსაკუთრებით წუხან, თურქეთში სამუშაოდ გადაკარგული მცირეწლოვანი ბავშვების გამო. დანგრეულია სოფლის ცენტრში მდებარე შენობები, რომლებიც ნაომარს ჰგავს. აქ “სიცოცხლის სამოსახლოს” სერიოზული სენი შეჰყრია, რომლის განკურნება, არც ისე ადვილი უნდა იყოს. ადგილობრივ მცხოვრებთა გულისტკივილით მონათხრობი ერთმანეთს ჰგავს და სიმძიმით თითოეული ერთმანეთზე უარესია. დაბა ლაითურის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ელზა ცხელიშვილის თქმით, სოფელში ძალიან ბევრი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახია, რომელთაც, მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, ეკუთვნით სოციალური დახმარება, მაგრამ არ აქვთ.

ლეილა შონია, 47 წლის: _ ხუთი შვილი მყავს, ორი შვილიშვილი. ლტოლვილები ვართ ოჩამჩირედან. 19 წელია, ბინებში ვცხოვრობთ. დახმარება კი გვაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი პრობლემაა სოფელში. ბინები, სადაც ვცხოვრობთ, ავარიულ მდგომარეობაშია _ თავზე გვაწვიმს. შარშან დაგვირიგეს 6 ცალი შიფერი, მაგრამ არ ეყო ამ ბინას და წყალი მაინც ჩამოდის. მეუღლე და შვილები სამუშაოდ კერძო პირებთან დადიან, ოღონდ, თუ გამოჩნდა სადმე ასეთი სამუშაო. თავს ლტოლვილთა დახმარების ფულით ვირჩენთ, ამას თუ რჩენა ჰქვია _ პურის ფულადაც არ გვყოფნის.

მაგული დარჩიძე: _ ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა. ყველაფერს მოვითმენთ, მაგრამ წყლის გარეშე შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა? ზაფხულში ხელები დაგრძელებული და ჩამომწყდარი გვაქვს _ რომ იცოდეთ, საიდან ვათრევთ სასმელ წყალს, გადაირევით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჭები დამშრალია. წყაროზეც დავდივართ, სად არ დავეხეტებით. ხან მანქანით მივდივართ, ბალონები მიგვაქვს მდინარეზე, რომ მოვზიდოთ. საშინელ დღეში ვართ. დასალევ წყალზე რომ რიგი იქნება, უარესი პრობლემა რა უნდა იყოს? ყოველ წელს გვპირდებიან, გაკეთდებაო და ვართ ასე, ამდენი ხანია, ლოდინში. არაფრის იმედი აღარ გვაქვს. სოფლის შემოსავალი რაა? არც არაფერი! სეზონზე მანდარინის და თხილის საკრეფად დადიან. თუ არა და, თურქეთში გადახვეწა და მონური შრომაა ჩვენი შემოსავალი, რასაც ათასი შიში, ფიქრი და თავის ტკივილი ახლავს…

მამია ცენტერაძე 77 წლის: _ თავს ყანაში მუშაობით ვირჩენთ. მეტი აქ აღარაფერია. აღარ არსებობს სოფლის მეურნეობა, ჩამკვდარია ყველაფერი, სოფლის მეურნეობა არავის აინტერესებს. რაცხა სოფლის დახმარებებია, ისე მაქ გაგონილი, ნახვით კი არ მინახავს. სად წავიდა, რას უშვებიან, ღმერთმა იცის! ყველა ბოსტანში ვმუშაობთ, ვწვალობთ და სიმინდს თუ მოვიწევთ, ეგაა სულ ჩვენი შემოსავალი. ყანის დასათესი ფულიც არ აქვს ხალხს და ფართობების უმეტესობა დაუთესავია. წინა წლებს არც შევადარებ ახლანდელს _ მაშინ გლეხს ფული ჰქონდა. უმუშევარს არავინ გაგაჩერებდა. ჩაი იყო ჩვენი ამომავალი მზე, ვმუშაობდით და ფულსაც ვშოულობდით. არ გვეშინოდა, არ გვშიოდა. ახლა შიმშილობაა, ბაბუა! ამ ჩაის კი ხედავთ, რა უქნეს; დაანგრიეს ამხელა ჩაის ფაბრიკები. ჩემი შვილები უმუშევრები არიან. არავინ არ მუშაობს ამ სოფელში. თურქეთში არიან გადახვეწილები. აქანე მოკრიფონ ჩაი, რაღა თურქეთში დადიან? ათი-თხუთმეტი წლის ბაღანა თურქეთში რომ წავა სამუშაოდ და 70 წლის მოხუციც, ესაა საქმე? ერთ მოზარდს და ახალგაზრდას ვერ ნახავ სოფელში. ყველა წასულია. იმდენი მარტოხელა და გაჭირვებულია სოფელში, არ დაიჯერებ. რა უნდა გააკეთონ აწი ისეთი, რომ ხალხმა სული მოითქვას? აშენებული ქვეყანა დაანგრიეს და აწი აღარაფრის იმედი არ მაქვს. არც შარშან მინახავს მაგათი რამე გაკეთებული და არც შარშანწინ, წლევანდელი აღარც მაინტერესებს! ბათუმსა და ქობულეთში რომ ტრაქტორები ჰყავთ, მარტო საწვავს თუ მიუტან, ფულს არ გთხოვენ და ისე გითესავენ, თურმე; აქანე 10 ლარს ითხოვენ და 10 ლიტრ საწვავს 1000 მეტრის დათესვაში!

“გურია ნიუსთან” სოფლის პრობლემებზე სასაუბროდ არც დაბა ლაითურის საჯარო სკოლის პედაგოგებს აურიდებიათ თავი:

_ ეს დღეებიც გავა და სოფელში ახალგაზრდას ვერ ნახავ _ ყველა თურქეთში მიდის სამუშაოდ. სახლში რომ მივალ ახლა, წყალი არ მაქვს; ელექტრიკოსი არ გვყავს და შუქის ამბავს რაღაცით ჩვენ თვითონ ვარეგულირებთ; ამორტიზებულია მავთულები, გვაწერენ უსაფუძვლო დავალიანებებს; არის წიოკი, დავა. გზა, გაზი და წყალი ჴ არა! შუქი, თუ ოდნავ ნიავია _ არა! დაცლილი სოფელი! ეს არის ჩვენი ყოფა 21-ე საუკუნეში? ახლა სკოლაში არიან ბავშვები. გამოვლენ, გაივლიან დაბის ცენტრს, შევლენ სახლებში და დამთავრდა _ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარაა. ყველა თურქეთშია, სახლი ენატრებათ. რა უნდა ქართველ ხალხს თურქეთში? აქ გვეკრიფა ეს ჩაი, არ შეიძლებოდა? 4 000 ტონა ჩაი შედიოდა ჩვენ ჩაის ფაბრიკაში, ახლა კი დანგრეულია. ჩაის კულტურა ისევ რომ იყოს, რაღა გვიჭირს? სხვა სახელმწიფოს თუ აინტერესებს, ჩვენსას რატომ არ უნდა? თურქეთისთვის თუ არის მომგებიანი, ჩვენთვის რატომ იქნება წამგებიანი?

დაბა ლაითურის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ცხელიშვილი “გურია ნიუსთან” დაბის პრობლემებზე გულახდილად საუბრობს და სოფლიდან თურქეთში გადახვეწილ ახალგაზრდებზე გულისტკივილს გამოხატავს:

_ ოქტომბრიდან სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ლაითურში ახლა არის ძირითადი 996 კომლი, მოსახლეთა რაოდენობა კი 3 570-ია. სოფელს კერძო ტრანსპორტიც ემსახურება _ ოზურგეთისა და ბათუმის მიმართულებით.

სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძირითადი კი წყლის პრობლემაა, რომელიც დიდი ხანია გადაუჭრელია. 20 წელზე მეტია, მოსახლეობა მძიმე ყოფაშია. გასულ წლებში გავაკეთეთ ჭები, მაგრამ მაინც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ზაფხულში შრება და სასმელადაც უვარგისია. შეგიძლიათ, თქვენ თვითონ ნახოთ, მოსახლეობა როგორ და საიდან ეზიდება წყალს.

_ თუ დააყენეთ ხელისუფლებასთან ეს საკითხი?

_ რა თქმა უნდა. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დავაყენეთ, ჩასმულია ბიუჯეტში. გვეუბნებიან, რომ წელს ნამდვილად დაიწყება წყლის რეაბილიტაცია.

_ სხვა პრობლემების შესახებაც გვესაუბრეთ. სოფლიდან გადახვეწილ ახალგაზრდებზე რას გვეტყვით და სოფლის შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?

_ უწყლობა, უმუშევრობა, უგაზობა _ ყველაფერი პრობლემაა. მათ შორის ძალიან მტკივნეულია ის, რომ სოფლის ახალგაზრდობა თურქეთშია გადახვეწილი სამუშაოდ. შემოსავალს რაც შეეხება, არის ციტრუსი, თხილი, რომელიც თანდათან გააშენეს, ასევე მოჰყავთ კარტოფილი. ისე, არაფერი არ მუშაობს _ განადგურებულია ჩაის ფაბრიკები. ძალიან მტკივა გული, როცა ამ დანგრეულ, უზარმაზარ შენობებს ვუყურებ _ ვერც გაყიდვა მოვახერხეთ, ვინმემ რომ გააკეთოს, არც ისეთი ჩანს ვინმე. ამხელა სოფელი პარალიზებულია.

_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით რა გაკეთდა შარშან, შარშანწინ და წელს რის გაკეთებას აპირებთ? მოსახლეობამ გვითხრა, რომ არ იციან, რა გაკეთდა სოფელში.

_ ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და გამოვკითხეთ, რა უნდოდათ, რომ გაგვეკეთებინა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით. მეცხრე დასახლებაში, რომელიც ძირითადი დასახლებაა, მაღაზიის შენობა იყო, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობამ მოითხოვა, იქ სარიტუალო დარბაზად გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ოქმები გვაქვს. ასევე, გვინდა ხაბალაშვილის სახელობის სპორტული დარბაზი გავაკეთოთ, რომელიც 20 წელია, უმოქმედოდაა. ასევე ნარუჯისკენ მომავალ გზაზე, სადაც არაფერი არ გაკეთებულა, მოსახლეობას მოსაცდელის აგება უნდა და იმას გავაკეთებთ. პირველ რაიონში, როცა გუბერნატორი იყო ამოსული, სპორტულ მოედანი მოითხოვეს და ვაკეთებთ. აქ სამი სასაფლაოა მოქმედი და ღობეები აქვთ შესაკეთებელი. შარშან მოსაცდელები გააკეთეს, ამოიღეს ჭები.

პრობლემაა ცეცხლაურის დასახლებაში _ გზა ძალიან არის გაფუჭებული. ვთხოვე მუნიციპალიტეტის გამგებელს ტაკიძეს, რომ გამოეყო საწვავი; მუშა ხელი და ტრანსპორტი ჩვენი იქნებოდა. მართლაც გამოგვიყო საწვავი და ამ წუთშიც მიმდინარეობს გზის შეკეთება. მე ძალიან გახარებული ვარ, რაც გავაკეთე და შევძელი ამ მცირე პერიოდში.

_ რამდენი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გყავთ?

_ 112 იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა, სოფელში ძალიან ბევრი ოჯახია, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ჩემი ყოველდღიური პრობლემა ამ ოჯახებთან შეხვედრაა _ მოდიან და გვაბრალებენ, რომ არ მივეხმარეთ დახმარების დანიშვნაში. სოფლის რწმუნებულს სოციალური სამსახურში არავითარი სიტყვა არ გვეთქმის _ ისინი არაფერს გვეკითხებიან. ადრე როცა მოდიოდნენ სოფელში, სპეციალისტები დაყვებოდნენ, ახლა ასე აღარ ხდება. მაგალითისთვის გეტყვით _ არის მელუების ოჯახი, მარტოხელა მოხუცი ქალია, უდედმამო ბავშვს ზრდის ხუთი წელია, მე თვითონ ვარ მისი შუამავალი _ გავა ერთი წელი, არიქა, დაწერე თავიდან განცხადება,-მეთქი, ვეუბნები. დაწერს, მაგრამ _ არაფერი. მოვა აგენტი, შეავსებს ანკეტას და ენიჭება მაღალი ქულები. არ ვიცი, რა ნახეს ასეთი _ დაავადებული ბავშვი თუ პენსიონერი მოხუცი ქალი, მაგრამ მიზეზად ეუბნებიან, რით დაგყავს თბილისში სამკურნალოდ(?!!!), ესე იგი, გაქვს რაღაც შემოსავალიო!!!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბიუროს გასვლითი სხდომა ურეკში

სტუმრად პენსიონერთან

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო