გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თურქეთიდან საქართველოში სხეულით შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომლის წონა ექსპერტიზის დასკვნით 0,954 გრამია.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას გიორგი ს. “ოპიუმი”-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).