ბოსტოის ციხე, ნორვეგია
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ციხე ნორვეგიაშია, ბოსტოის კუნძულზე, ოსლოფჯორდის შუაში.
ციხეში 1000-მდე პატიმარია და ყველა მათგანს საკუთარი კოტეჯი აქვს. მათ შეუძლიათ ითამაშონ ტენისი, ითევზავონ, “ზაგარის” მიღებაშიც კი არავინ არ უშლის ხელს.
ადიეველის ციხე, შოტლანდია
ეს ციხე მდებარეობს სამხრეთ შოტლანდიაში და “შოხედო”-ს მართვის ქვეშაა (“შოხედო” _ ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება პატიმრებს ცხოვრების გაუმჯობესებაში). აიდველის ციხე ხელს უწყობს პატიმრებს, დაეუფლონ სამშენებლო საქმეს, რათა განთავისუფლების შემდეგ არ შეექმნათ პრობლემა სამსახურის შოვნის დროს.
ოტაგოს გამოსასწორებელი დაწესებულება, ახალი ზელანდია
ოტაგოს გამოსასწორებელი დაწესებულება გამოირჩევა უსაფრთხოებით _ აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. ამის მიუხედავად, ციხე საოცრად კომფორტული და ლამაზია. ყველა პატიმარს საკუთარი ოთახი აქვს, ტელევიზორით, საშხაპეთი, ტუალეტით და ასე შემდეგ. ეს დაწესებულება პატიმრებს ასწავლის ელექტრონერგიულ ინჟინერიას, რაც წარმატებით უწყობს ხელს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას.
ლეობენის სამართლის ცენტრი, ავსტრია
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჩაიდინოთ არაძალადობრივი დანაშაული, მაშინ ლეობენის ციხე ავსტრიაში, სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. აქაურ სამართლის ცენტრში, თითო პატიმარს აქვს საკუთარი ოთახი, სააბაზანოთი, სამზარეულოთი და ტელევიზორით. მათ, აგრეთვე, შეუძლიათ ისარგებლონ ტრენაჟორების ოთახით, კალათბურთის მოედნით. აქ არის გარე რეკრეაციული ზონა.
არანჯუეზის ციხე, ესპანეთი
ხშირია შემთხვევა, როცა ცოლიც და ქმარიც პატიმარია, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მათ შვილებზე. არანჯუეზის ციხეში, რომელიც ესპანეთში მდებარეობს, ეს პრობლემა მოხსნილია _ აქ ბავშვს შეუძლია დარჩეს მშობელთან, რამდენი ხნითაც უნდა.
ჩამპ-დალონის ციხე, შვეიცარია
ჩამპ-დალონის ციხეს ერთ დროს პრობლემები ჰქონდა გადავსებული კონტიგენტის გამო, რაც უამრავ დაავადებას იწვევდა. ამის გამო, ეს ციხე იღებდა უამრავ შენიშვნებს პატიმრების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან. 2008 წელს ევროპის საბჭომ შვეიცარიას მოსთხოვა, გადაეჭრა ეს პრობლემა. 2011 წელს ამ ციხისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის მიზნით, შვეიცარიის ხელისუფლებამ გამოყო 40 მილიონი დოლარი, რის შემდეგაც აქ ყველა პატიმარს აქვს საკუთარი ოთახი, ყველანაირი კომფორტით.
პონდოკ ბამბუს ციხე, ინდონეზია
პონდოკ ბამბუს ციხე არის მოკაშკაშე ვარსკვლავი ინდონეზიურ ციხეთა შორის. როგორც ხედავთ სურათზე, ამ საკანს კომფორტულობა არ აკლია _ ეს ქალბატონი ბრალდებულია პროკურორის მოქრთამვაში. მისი ოთახი აღჭურვილია კონდიციონერით, მაცივრით და კარაოკეთიც კი.
ფუჰსბუეტელის ციხე, გერმანია
ფუჰსბუეტელის ციხე ჰამბურგში არის “ხუთვარსკვლავიანი” ციხე მათთვის, ვინც იხდის დიდ საპატიმრო ვადას ან თავისუფლების სამუდამო აღკვეთა აქვს მისჯილი. 2011 წელს ეს ციხე გაარემონტეს და საოცრად კომფორტული გახადეს. პატიმრებს აქვთ საკუთარი ოთახები საწოლით, დივნით, ტელევიზორით, საშხაპეთი და ტუალეტით. პატიმრების განკარგულებაშია სარეცხი მანქანები და შეხვედრის ოთახი, სადაც ისინი სხვა პატიმრებთან ერთად ატარებენ დროს.
სოლენტუნას ციხე, შვედეთი
სოლენტუნას ციხე ყველაზე ლამაზ და კომფორტულ ციხედ ითვლება მსოფლიოში. აქ თითოეულ პატიმარს აქვს საკუთარი საკანი კომფორტული თეთრეულით, სააბაზანოთი და ყველა იმ ნივთებით, რომლებიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ადამიანს. როცა პატიმრები ამთავრებენ ვარჯიშს სპორტულ დარბაზში, მათ შეუძლიათ მოამზადონ საჭმელი სუპერ-თანამედროვე სამზარეულოში ან დივანზე წამოწოლილებმა უყურონ ტელევიზორს.