_ სამი ძირითადი წერტილი უნდა იყოს გადანაწილებული და დაბალანსებული. აი, პრემიერს უნდა ფიქრი და ჩემი ინიციატივით განიხილავს პარლამენტი და მომხსნის თუ არ მომხსნის, არ ვიცი. მე მგონი, უკვე ჩამომალაბორანტეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.
_ ბატონო ბიძინა, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენი წასვლის შემდეგ მთავრობა დარჩება ქმედითი, არაკორუმპირებული და ქვეყანას წაიყვანს სწორი მიმართულებით, ეს არის, როგორც თქვენ თქვით, პატიოსანი სიტყვა. თქვენი პატიოსანი სიტყვა, როგორ ფიქრობთ, საკმარისია ამ ყველაფრისთვის? ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები საჭირო აღარ არის?
_ რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო და ამას სჭირდება აშენება და რაც შეეხება პატიოსან სიტყვას, იმის იქით არაფერი არ რჩება, თანამდებობით მომეთხოვება მე პასუხი და თანამდებობა უნდა დავტოვო. თუ მე ამას არ შევასრულებ, მე დროზე ადრე ვტოვებ, მაგრამ ნდობაზეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროპული ტიპის კი არა, უკვე ევროპული ხელისუფლება გვყავს. უარესი თუ გნებავთ, განვითარებული ევროპული ქვეყნები. ჩვენ გვაქვს ინსტიტუტები, მაგრამ თვითონ პიროვნებები, მინისტრები და მთავრობა მთლიანობაში არის ევროპული, _ გვითხრა ივანიშვილმა.