_ სხვები არ ვიცი, მაგრამ შევარდნაძეს მაგის პრეტენზია არ ჰქონია _ ხატვაზე ან არქიტექტურაზე. აი, ამ კაცმა, სააკაშვილმა იცოდა ყველაფერი: მუსიკოსები, რეჟისორები, არქიტექტურა. მაგისი არქიტექტურაა, რიყეზე გაბრძანდით და ნახეთ სამი ქმნილება. პატრიარქმა მითხრა, რას უშვებითო. მახსენებს ყველა შეხვედრაზე და ვერ მოვიცალეთ ჯერ, მაგაზე რეაქცია გაგვეკეთებინა. ისიც წამოსცდა, პოლიტიკოსი რომ არა, არქიტექტორი გავხდებოდიო. კარგი შედარებაა. ზუსტად რა არქიტექტორიცაა, ზუსტად ეგ პოლიტიკოსია, _ აღნიშნა ივანიშვილმა “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
_ გაღიზიანებთ სააკაშვილი მისი გამოსვლებითა და კომენტარებით?
_ მე, სიმართლე გითხრათ, ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია…
_ ბოლო დროს ერთად გაფრენა შემოგთავაზათ… პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გეოგრაფიის არცოდნაშიც დაგდოთ ბრალი?
_ მე გაფრენა ნამდვილად არ მაინტერესებს. გეოგრაფია რა შუაშია? გეოგრაფია რატომ არ ვიცი?
_ ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც განაცხადეთ, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს…
_ პირობითად, მონიშნულია, რომელი სად უნდა იყოს. ჩვენ სამივე განვიხილეთ და ჩვენ ვთქვით, რომ ლაზიკა_ პრეზიდენტის აკვიატება, გაცილებით უარესია. ოთხი დიდი გემი დგება და აქ გაცილებით მეტი გემი დგება. რამდენჯერმე მეტია საპროექტო სიმძლავრე. ანაკლიის პორტის ბუნებას არ ვეხებით. იმ ჭაობის ამოშრობა რას გამოიწვევს, არ ვიცი. შეიძლება, ეს დიდ, ბუნებრივ კატაკლიზმებთან იყოს დაკავშირებული.
_ რა განსხვავებაა ანაკლიისა და ლაზიკის პორტებს შორის?
_ ესენი ძალიან ახლოს არიან, მაგრამ ეს სხვადასხვა პროექტია, რასაც ამბობდა სააკაშვილი, ის სხვა არის და ანაკლიის პროექტი მანამდე არსებობდა და მაქ კიდევ სხვა სასაუბროა, _ გვითხრა ივანიშვილმა.