სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე 6 სამხედრო პოლიციელიც დააჯილდოვა. მათ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებული სამსახურისთვის მედლები “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის” მიიღეს.
დღესვე, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ სამხედრო პოლიციელებს პატრულირებისთვის Toyota-ს ფირმის ახალი ავტომობილები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.