“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სსფ-ის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილესთან. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, მომავალი წლის საბიუჯეტო და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. შეხვედრა იყო კეთილგანწყობილი და ბატონმა მინჟუმ დაავალა მისიის წევრებს, რომლებიც ნოემბერში ესტუმრებიან საქართველოს, აქტიურად იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან, რათა ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ქართულმა დელეგაციამ მოისმინა მხარდაჭერა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს.