https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დეპუტატის და გუბერნატორის ვიზიტი ნორვეგიაში

4:06; 17.06.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროექტის _ “გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარების” ფარგლებში, გურიის მხარის გუბერნატორი ვალერიან ჩიტაიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა ნორვეგიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი, გურიის პირველი პირის ინფორმაციით, ქვეყნის განვითარების კონკრეტულ მაგალითებს გაეცნენ.

_ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერითა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა შანიძის ინიციატივით, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს პროექტის _ “გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარების” გახორციელება. პროექტის დამფინანსებელია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ახორციელებენ ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ასოციაცია, ევროპის საბჭო და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.

პროექტის ძირითადი ამოცანაა გურიის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების, ხოლო შემდგომ ეტაპზე, მხარის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გახლდით ნორვეგიაში. სამუშაო ვიზიტის ძირითადი ფორმატი მოიცავდა ნორვეგიის გამოცდილების, მუნიციპალურ, რეგიონულ თუ ქვეყნის დონეზე დაგეგმვის პროცესის და განვითარების სტრატეგიების კონკრეტული მაგალითების გაცნობას, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

_ ბატონო ვალერი, რა მსგავსება და რა განსხვავებაა ნორვეგიასა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ან საბიუჯეტო მოწყობის მხრივ?

_ ნორვეგიის ყველა თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო მოწყობა, საბიუჯეტო დაგეგმვა სწორედ სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით ხორციელდება და ამ პროცესს მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელობს. დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტის ხელისუფლება იზიდავს ყველა დაინტერესებულ მხარეს: მოსახლეობას, პროფესიონალებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ნორვეგიაში მკაცრადაა გამიჯნული მუნიციპალური და რეგიონული ხელისუფლების ფუნქციები. გამიჯნულია, როგორც მომსახურების სფეროები, ასევე, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები. ნორვეგიაში 430 მუნიციპალიტეტია, რომლებიც 19 რეგიონში არიან გაერთიანებულნი.

ორივე დონეზე, ოთხ წელიწადში ერთხელ, ტარდება არჩევნები და მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით, როგორც მუნიციპალურ, ასევე რეგიონულ დონეზე, ირჩევს თვითმმართველობას. ორივე სტრუქტურას გააჩნია დამოუკიდებელი და გამიჯნული ბიუჯეტი. მაგალითად, მუნიციპალიტეტი აფინანსებს სკოლამდელ განათლებას, ხოლო რეგიონი _ სასკოლოს. მუნიციპალიტეტი აფინანსებს შიდა ინფრასტრუქტურას, რეგიონი _ საქალაქთაშორისოს. რეგიონის და მასში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს მეფისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი. გუბერნატორი ინიშნება 6 წლის ვადით და მისი უფლებამოსილება ძალზე მაღალია _ მას აქვს უფლება, შეაჩეროს მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ხელისუფლების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

_ კონკრეტულად რა შეხვედრები გქონდათ?

_ შევხვდით დრამენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ერთ-ერთი რეგიონის არჩეული თვითმმართველობის და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონის დანიშნული გუბერნატორის აპარატს, ვიცე-გუბერნატორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა ნორვეგიის პარლამენტში, თვითმმართველობის კომიტეტში, სადაც საკანონმდებლო დონეზე განიხილება ყველა რეგიონთან და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები.

შეხვედრები ჩატარდა, ასევე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რეგიონული განვითარების სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრები გაიმართა ქალაქ ოსლოს მერიაში, ეკონომიკური დაგეგმვისა და განვითარების ცენტრში, ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ასოციაციაში. შეხვედრების ძირითადი მიზანს ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციასთან პარტნიორობით, ჩვენს რეგიონში გახორციელებული საქმიანობის შედეგების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა.

_ რამდენად რეალურია, რომ იქ არსებული სიტუაცია გურიას მოერგოს?

_ გეგმები მართლაც მრავალმხრივია და იგი თითქმის წლის ბოლომდეა გაწერილი _ 2011 წლის ივლის-აგვისტოში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, გახორციელდება მიკროპროექტები, რომლებიც დაფინანსდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 2011 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე წარიმართება სამუშაოები გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით. ამავე პერიოდში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებით გახორციელდება მაკროპროექტი გურიის რეგიონული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში. 2011 წლის შემოდგომაზე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გურიის მუნიციპალიტეტებში ადგილზე გაეცნობიან სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს, მათ მიერ დაფინანსებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების და სამივე მუნიციპალიტეტში დოკუმენტაციის მართვის სისტემის ფუნქციონირებას; რეგიონული დაგეგმვის პროცესს და მიკროპროექტების ფარგლებში გახორციელებულ საქმიანობას. 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, მომზადდება ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გურიის რეგიონში, ნორვეგიული პარტნიორობით, 2012-2014 წლებში გასახორციელებელი საქმიანობები იქნება გაწერილი. წინამდებარე სამუშაო ვიზიტის ძირითადი შედეგი, სწორედ პროექტის _ “გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარება”, მეორე ეტაპის დაგეგმვა და მხარის ეკონომიკური განვითარებაში ნორვეგიული დაფინანსების პარამეტრებსა და პირობებზე მსჯელობა იყო.

გუბერნატორის თქმით, პროგრამა კულტურული თვალსაზრისით ძალზე დატვირთული გახლდათ _ დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი ქალაქ ოსლოს მერიაში (იქ ტარდება ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია), ნორვეგიის პარლამენტის ისტორიული შენობა ვიგელანდის სკულპტურათა პარკში (პარკი კაცობრიობის ბედ-იღბლის თემაზე შექმნილ 227 სკულპტურას მოიცავს):

_ გავეცანით ოსლოს სანაპირო ინფრასტრუქტურას და საზღვაო მუზეუმს, დრამენის და ოსლოს ღირშესანიშნაობებს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ყველა მხრივ საინტერესო იყო, _ დასძინა ჩიტაიშვილმა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ – მეზობლები ვითარდებიან და ჩვენ „ვბუქსაობთ“, მხოლოდ პარკირების ფუნქცია გვაქვს“- კოდუა

10:17; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21 იანვარი, 2026

უსახსრობის გამო ნატო ანთაძეს ოპერაციას ვერ უკეთებენ

მატარებელი სამი საათით დაგვიანებით ჩამოვიდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23.01.2026
Sweet child playing with plastic blocks
ზაფრანი

როგორია თქვენი ბავშვი?

10:53; 23.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენი იღბლიანი კვირის დღე

10:52; 23.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

10:50; 23.01.2026
საზოგადოება

კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

10:15; 23.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

10:12; 23.01.2026
ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო