ღონისძიებაში მონაწილეობა პროექტის კოორდინატორი სევილიის უნივერსიტეტის, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და 20 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ERASMUS MUNDUS-ის პროექტში ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ თსუს სტუდენტები და პროფესორები გაცვლით პროგრამებში იღებენ მონაწილეობას და იმაღლებენ კვალიფიკაციას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
სანტიაგო მელკონმა, სევილიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტს EMBER-ს მნიშვნელოვანი ინვესტიცია უწოდა, რომელსაც ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების ახალგაზრდების განვითარებისთვის ახორციელებს.
“დღეს ამ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრაა თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტში. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომელიც ეძლევათ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუიის, უკრაინის და მოლდოვას უნივერსტიტეტების სტუდენტებს, გაატარონ სწავლის გარკვეული პერიოდი ევროპულ უნივერსიტეტებში. ამ პროექტის ფარგლებში სულ 148 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას ევროპაში სასწავლებლად,” _ აღნიშნა მელკონმა.
თსუმ შეხვედრას როგორც პროექტის თანაკოორდინატორმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ის ERASMUS MUNDUS-ის პროექტებში 2007 წლიდანაა ჩართული. ამ ხნის მანძილზე საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.