სწორედ ამიტომ, დღეს, 16 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.
“მაშინ, როცა რუსეთი ოფიციალურად იმყოფება საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, გარდა ამისა, ოლიმპიური სოფლისა და სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლოდ რუსეთმა გამოიყენა ინერტული მასალები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გატანილი, ჟურნალისტთა სარეგისტრაციო გრაფაში აფხაზეთი და სამაჩაბლო მოხსენიებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაშინ როცა სოჭში პირველი მეჩირაღდნე იქნება რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს ქართულ ქალაქებს აქტიურად ბომბავდა, რის გამოც შემდგომში მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს, მაშინ როცა ოლიმპიადა ტარდება ჩერქეზების გენოციდის ადგილზე, რომლის დროსაც რუსულმა ჯარებმა 1,5 მილიონი ჩერქეზი დახოცეს, მათ შორის ქალები და ბავშვები, სტუდენტთა ნაწილს მიგვაჩნია, რომ საქართველოს დელეგაციამ ოფიციალურად არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, ხოლო სპორტსმენებმა იასპარეზონ ინდივიდუალურად, სურვილისამებს. სწორედ ამ მოთხოვნას დავაყენებთ საპროტესტო აქციაზე და ჩვენს სათქმელს კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაფიქსირებთ,” _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბერდია ბერიძე.
როგორც გაირკვა, სტუდენტები მომღერლების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც შეუერთდებიან, რომელიც ორი დღის შემდეგ ვარდების მოედანზე გაიმართება. აქციაზე მომღერლები თავიანთი შემოქმედებით დააფიქსირებენ პროტესტს.