აქცია მიზნად ისახავს, საზღვრისპირას მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერას, რათა ისინი შექმნილი ვითარების გამო, შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ.
ამ თხოვნით დედაქალაქის მთავრობას სოფელ აძვის მოსახლეობამ მიმართა. თბილისის მერის განცხადებით, შესყიდული მოსავალი სოციალურად დაუცველ ოჯახებში გადანაწილდება.
გიგი უგულავამ გამგებლებთან შეხვედრისას ასევე იმ ბავშვების დახმარებაზეც ისაუბრა, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებში უსახსრობის გამო, საჭირო განათლებას ვერ იღებენ. ქალაქის მერის განცხადებით, მოსწავლეები ოკუპირებული სოფლებიდან მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სახელოვნებო სკოლებში ცოდნის ამაღლებას უფასოდ შეძლებენ.