მოსწავლეების მხრიდან სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სამართლებრივი ვალდებულებისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების სწორად გააზრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით, “სამართლებრივი კულტურის” სწავლება 2008 წლიდან მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით, გადამზადდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. მოსწავლეებს გაკვეთილებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონსულტანტ სამართალდამცველთან ერთად უტარებს და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს სცემს.
პროექტის მეორე ნაწილი 2010 წლიდან, მე-7 კლასში სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და “სამართლებრივი კულტურის საწყისების” 14 საათიან კურსს მოიცავს. კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს გაკვეთილს მანდატურთან ერთად უტარებს. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 10 სკოლის მანდატური სპეციალურად გადამზადდა და კურსის პილოტერება განხორციელდა. წელს უკვე ყველა იმ საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურები იმყოფებიან, გაკვეთილს დამრიგებელი მანდატურთან ერთად ჩაატარებს.
“სამართლებრივი კულტურის” საგნის სწავლება მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, სადაც განიხილება ის რეალური მაგალითები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველები არასწრულწლოვნებთან მიამრთებაში აწყდებოდნენ. კურსი მოიცავს ასევე ექსკურსიებს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა მოზარდებს წარმოდგენა ჰქონდეთ რა საქმიანობას ეწევიან დანაშაულის გამოვლენის კუთხით.
მე-7 მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები – მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური წიგნი უკვე ხელსმისაწვდომია. სახელმძღვანელოები აიტვირთება ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ნებისმიერი სკოლის მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის.