NCSJ -ის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა.
“ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკულ-ებრაულ ორგანიზაციასთან ეს არის ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ძალიან მნიშნელოვანი სიტყა ეთქმის როგორც კონგრესში, ისე სენატში, აღმასრულებელ ორგანოებიში და ბუნებრივია, მათ აინტერესებთ ის სიტუაცია რომელიც არის საქართველოში. მე მათ დეტალურად მოვუყევი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, განსაკუთრებით ბოლო მოვლენები, ვილნიუსის სამიტის არსებული სიტუაცია, ასევე ოკუპირებული საზღვრის გასწვრივ მიმიდნარე პროცესები. მათ აინტერესებდათ თუ როგორ მიმდინარეობს ის არაფორმალური დიალოგი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორს დაიწყო და ასევე რეგიონში მიმდინარე უსაფრხთოების საკითებსაც შევეხეთ დეტალურად”, _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
NCSJ-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ისინი შეხვდებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების უმაღლეს პირებს, აგრეთვე, საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლებს.
NCSJ მოწოდებულია დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ ებრაულ თემებს ეროვნული ტრადიციების, განათლების, კულტურისა და სათემო ცხოვრების შენარჩუნება-განვითარებაში. ამ მიზნით ორგანიზაცის წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. რამდენიმე წლის წინ ამგვარი ვიზიტით NCSJ-ის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა საქართველოში.