მისივე თქმით, ამ ყველაფერს ათასი პრობლემა ახლავს .
“კარგად გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო ეს პრობლემა და სამწუხაროა, რომ დღეს არავინ არ აპირებს ამის მოგვარებას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ რეალობა არის ის, რომ პრობლემა კვლავ რჩება პრობლემად”, _ თქვა ავთანდილ ჩხაიძემ.
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ არჩევნების დღეს ყველა პრობლემა იყოს მოგვარებული.