საპატრულო ეკიპაჟმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოძრავი “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათავლიერებისას, საბარგულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნედლი “მარიხუანა” აღმოაჩინეს.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 500 გრ ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).