6 თვის განმავლობაში ჯარისკაცები ISAF-ის მისიაში წარმატებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. ქართველ სამშვიდობოებს აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე და გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები დახვდნენ. გეგმიური როტაციით 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.