ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეების განცხადებით: დროა, ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები გაატაროს და რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსია შეაჩეროს.
ასევე, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ცოცხალი ჯაჭვი ქუთაისის მერიის წინ მოეწყო. ის ერთდროულად საქართველოს 7 ქალაქში ერთსა და იმავე დროს გაიმართა.
ასეთი ფორმით, მოქალაქეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია და საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის იდეა გააპროტესტეს.