“როცა მარგველაშვილი გამოდის და ამბობს, კრიმინალ გუბერნატორებს მოვხსნიო, ეს ყოვლად დაუშვებელია. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. მან ჯერ ყველაფერი კარგად შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს. ის თუ ვაჟკაცია და იცის, ამ ხელისუფლების პირობებში რა გამიკეთეს, პასუხი გასცეს საზოგადოებას და ნუ ატყუებს მას.
მე ყოველთვის ჩემს ხალხს ვემსახურებოდი და მომავალშიც მის სამსახურში ვიქნები. მე ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული რწმუნებული, იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და საშუალებას არ მივცემ მარგველაშვილს, თვითონ გამათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ საჭირო გახდება თანამდებობას თავად დავტოვებ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს, თანამდებობიდან თავადვე წავალ და ოპოზიციიდან ვიბრძოლებ,” _ აცხადებს გუნავა.
შეგახსენებთ, მარგველაშვილმა იმერეთის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის კრიმინალ გუბერნატორებს მოხსნის.


































































