ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწესთან სორინ დუკარუსთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან, ასევე, გაიმართება შეხვედრები ნატო-ში საფრანგეთისა და გერმანიის მუდმივ წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მარშალის ფონდში დაგეგმილ დისკუსიაში “გრძელდება თუ არა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი?” ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიის მონაწილეების წინაშე, რის შემდეგაც მათ შეკითხვებს უპასუხებს.
სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრებს გამართავს ევროპარლამეტის წარმომადგენლებთან.
17 ოქტომბერს ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს კრანს-მონტანას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში.