(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 15 ივნისს, ოზურგეთში, “რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის არჩევნები ჩატარდა. არჩეული იქნა ექვსკაციანი კომიტეტი, რომელმაც ორგანიზაციის თავმჯდომარედ ტიფო მიქატაძე აირჩია.
შეხვედრაზე საუბარი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არასახარბიელო მდგომარეობაზე. ამ ფონზე “რესპუბლიკური პარტიის” მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დამაკმაყოფილებლად შეფასდა.