ანგარიშის თანახმად, აღნიშნული დროიდან დღემდე სამინისტროს გაცემული აქვს 730 ბინა; 1 052 ოჯახს სიმბოლურ ფასად 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინები; 60 ოჯახზე მეტს კი შეუძინეს სახლების საკარმიდამო მიწის ნაკვეთებთან ერთად.
ამასთან, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში სრულდება 16 ოცდაორსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება 4 498 ბინა, კრწანისში, ფონიჭალის დასახლებაში შენდება ასევე 8 კორპუსი 2 130 ბინით, ხოლო ბათუმში 6 კორპუსი 1 155 ბინით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯამში 7 785 ბინით 25 000 დევნილი დაკმაყოფილდება.
საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა 43 ობიექტში, აქედან 11 ობიექტს მერიასთან თანადაფინასებით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. მისივე თქმით, გაიცა ერთჯერადი დახმარებები დევნილებისათვის. კერძოდ, ერთჯერადი დახმარება გაეწია 1 186 ოჯახს, რამაც ჯამში 220 000 ლარამდე თანხა შეადგინა, ბინის ქირა კი 142 ოჯახზე გაიცა და სულ ამ მიზნით 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.