მისი თქმით, ყველა პრობლემა, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს, კომისიის სხდომაზე დასმული და გაანალიზებული იყო.
“ჩვენი მხრიდან გავაკეთეთ კონკრეტული გრაფიკები და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. ჯამში რა ღონისძიებებზეც დღეს ვსაუბრობთ, ყველაფერი ერთად 20 მილიონ ლარამდე დაჯდება, რომლის ნაწილიც წელს უნდა დაფინანსდეს მომდევნო ორი თვის განმავლობაში რა ღონისძიებებიც მოესწრება, დანარჩენი, განსაკუთრებით გაზიფიცირების საკითხი, რაც 6 თვეზეა გაწერილი, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ის არის, რომ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი, ანუ, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება, კრძალავს დამატებითი დაფინანსებების გამოყოფას.
“ამ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება გვიკრძალავს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას და ახალი პროგრამის ინიცირებას. ამიტომაც, მანამ, ინდივიდუალურ რეჟიმში, რომელ უწყებას რა ბიუჯეტი და პრობლემები გაგვაჩნია, ამის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას, ხოლო მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება, შეგვეძლება მთავრობის სხდომაზე წარვადგინოთ ახალი პროექტები, დავამტკიცოთ ისინი და ამ პროგრამების ფარგლებში შევძლოთ დამატებითი სამუშაოების გატარება”,_ განაცხადა დავით ნარმანიამ.