იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და გაწეული სამუშაოების შესახებ მოხსენება მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს სააღსრულებო სააგენტოს სააღსრულებო ბიზნესპროცესების მთავარი მენეჯერი სვენ შილგრენი და ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი კოორდინატორი ლარშ კლინტი.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიურო შვედეთის სამეფოს სააღსრულებო სააგენტოსთან თანამშრომლობს. მუშაობის სფერო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი, პრევენციული კამპანიები, შიდა კომუნიკაციის მეთოდები, ადამიანური რესურსების მართვის სისტემები, გადახდისუუნარობასთან ბრძოლის მეთოდები.
პროექტის მიზანი აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება და სასესხო ურთიერთობების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. აღსრულების ბიურო ამ კუთხით არაერთ აქტივობას გეგმავს.