როგორც ფინასთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის 660 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან 5 მლ სახელმწიფო დაზვერვას მოხმარდება. წინა წელთან შედარებით, 2 მლ ლარით შემცრიდება დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი. უმცირესობას აღნიშნულ პროექტზე შენიშვნები აქვს, ტარიელ ლონდარიძის განცხადებით იმ პირობებში, როცა საქართველო რუსეთის მხირდან მუდმივ ზეწოლას განიცდის, არ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს ხარჯები შეუმცრიდეს.
შენიშვნებს არ ეთანხმება თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით გასულ წლებში ხელისუფლება თავდაცვაში არსებულ თანხებს არასათანადოდ ხარჯავდა. ხოლო ახალი ხელისუფლება, შემცირებული ბიუჯეტითაც შეძლებს საქმის ეფექტურად კეთებას.