ხადურის განცხადებით, დროა ბიუჯეტი მთავრობის ხელში გადავიდეს, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
“კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტის პროექტის განხილვებს ვიწყებთ. ბიუჯეტი მთავრობას დაუბრუნდება, როგორც ამას კანონპროექტი ითვალსიწინებს. კონსულტაციები კოლეგა მინისტრებთან გაგრძელდება. ასევე, კომიტეტებთანაც და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება ოპონენტების შენიშვნებს, მოხარული ვიქნები, თუ შენიშვნები არა ემოციური, არამედ არგუმენტირებული იქნება,” _ აღნიშნა ხადურმა.
მინისტრი დაგროვითი პენსიის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპენსიო სისტემა არ არსებობს. მისი თქმით, ხანში შესულთათვის სოციალური დახმარება უფროა.
“ნაციონალურმა მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა აღნიშნული კანონმდებლობა. რაც უფრო გვიან დავიწყებთ მზადებას დაგროვებით პენსიაზე გადასვლაზე, მით უფრო გვიან იქნება პენსია ქვეყანაში. დღეს პენსია არ გვაქვს თავისი არსით. ეს არის სოციალური დახმარება ხანში შესულთათვის და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საქართველოში, საპენსიო სისტემა და ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია,” _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.