“არასოდეს დადგება ისეთი დრო , როდესაც ყველა განმცხადებელი და დაზარალებული იქნება კმაყოფილი, მაგრამ მთავარია ის, რომ მოქალაქე არა მხოლოდ შედეგით იყოს კმაყოფილი, არამედ მისდამი დამოკიდებულების ხარისხითაც.
“ჩვენ გვაკლია კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულება ჩვენს მოქალაქეებთან. ეს არის ჩვენი დიდი დეფიციტი და პრობლემა, ძალიან ცუდი სანახავია და არ მომწონს როდესაც განცხადებების რიგში დგანან ჩვენი მოქალაქეები, როდესაც პროკურორებთან შემოღწევა სირთულეებთან არის დაკავშირებული და მე ვიფიქრობ და დაზარალებულებს. ის კი არა, მე არ გამოვრიცხავ რომ შიდა უწყებრივი აქტით დავავალდებულოთ ჩვენი პროკურორები, რომ თვეში ერთხელ ან ორ კვიირაში ერთხელ განმცხადებელებს წერილობითი ანგარიში წარუდნინონ გაწეული მუშაობის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვშრომობთ, ბევრს ვაკეთებთ ან გვგონია რომ ბევრს ვაკეთებთ და ეს კი იწვევს გაუცხოებას, გაღიზიანებას და ნდობის ვერ დამკვიდრებას პროკურატურის მიმართ”, _ განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა დღეს პროკურატურის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე.