https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა დაგიჯდებათ დასვენება ზღვაზე და მთაში

5:06; 23.06.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ “ტურიზმის განვითარებაზე ბევრს ზრუნავს”, მაგრამ ეს ლაპარაკი ქართველი დამსვენებლებისთვის ჯერ ვერაფერი შეღავათია _ “ქართულ ნიცასა და პარიზში” კომფორტის რა გითხრათ, მაგრამ ფასები კი იზრდება.

საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, მკითხველს ტრადიციულად ვთავაზობთ, თუ რა პირობებია გურია-აჭარის მთის და ზღვის კურორტებზე.

ბათუმში საკურორტო სეზონზე ერთი თვით ბინის დაქირავება, მინიმუმ, 300 დოლარი დაგიჯდებათ, კარგ ადგილზე კომფორტული ბინის ქირაობა თვეში 500 დოლარზე მეტი ღირს, ხოლო ოჯახური ტიპის სასტუმროებში ფასი დღეში 15 დოლარიდან იწყება. ქალაქში მდებარე კაფე-ბარებსა და რესტორნებში საკმაოდ მაღალი ფასებია და საკურორტო სეზონის “გახურების” პროპორციულად, ფასების კიდევ გაზრდას ვარაუდობენ. ზღვასთან ახლოს და ერას მოედნის ირგვლივ მდებარე კაფე-ბარებს წვრილი ფულით არ უნდა ეწვიოთ _ ერთი ნაჭერი ნამცხვარი და 1 ქილა “კოკა-კოლა” 10 ლარამდე დაგიჯდებათ, როცა სწრაფი კვების ობიექტებში იგივე მომსახურებაში 3 ლარამდე გადაიხდით.

ბათუმში წელს ბევრ ტურისტს ელიან და ამის მიზეზი, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, ჩვენი ქვეყნის “ტურისტული პოლიტიკა” კი არა, ის ფაქტია, რომ ლამის მთელი ბათუმი თურქებს მიჰყიდეს _ ქალაქში მართლაც მრავლადაა სასტუმროები, გასართოები ცენტრები და კაფე-ბარ-რესტორნები, რომლებიც მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენებს ან ნაყიდი აქვთ, ან დაქირავებული. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ისინი თურქეთიდან და სხვა ახლომახლო ქვეყნებიდან მოიზიდავენ ტურისტებს.

რაც შეეხება ქობულეთს, აქ სომხების აქტიურობა უფრო შეინიშნება _ ბოლო წლებში, არა ერთმა სომეხი ეროვნების მოქალაქემ შეიძინა სახლები ამ ქალაქში. ისინი, უმეტესად წინასწარ ან რამდენიმე წლით ქირაობენ სახლებს და ზაფხულის მთელი შემოსავალიც მათ რჩებათ. სახლის ქირაობის მინიმალურ ფასად 20 000 დოლარს ასახელებენ, რომელსაც ჩვენი მეზობლები წინასწარ იხდიან და ქართველ გამქირავებელს აღარ უწევს გაქირავებაზე ზრუნვა.

ხელისუფლება, ბოლო დროს, ტურისტული ბიზნესის განვითარებას გურიის არასაკურორტო სოფლებშიც გეგმავს _ სარეკლამო განცხადებები უკვე კეთდება და შესაბამისი სამსახურები დამსვენებლების მიღების მსურველ მოსახლეობას კოორდინატების მიწოდებას სთხოვენ და ტურისტების მიღებაში დახმარებას ჰპირდებიან: “წელს ბათუმი თურქებმა “დაიპყრეს”, ქობულეთი სომხებისაა და ამიტომ სთავაზობენ ქართველ დამსვენებლებს გურიის სოფლებს კურორტებად,” _ ამბობენ გურულები.

ყველაზე იაფი ზონა წელსაც ლანჩხუთის ზღვისპირეთია. გრიგოლეთი, სიიაფესთან ერთად, კვლავაც შედარებით მდარე საკურორტო ადგილად ითვლება, თუმცა, ეს არ ითქმის სასტუმრო “ანდამატსა” და “ვილა რეტაზე”, რომლებიც არა მარტო გრიგოლეთში, საერთოდ, ზღვისპირა ზოლში ერთ-ერთი ლიდერები არიან. თუმცა, კომფორტის შესაბამისი სიძვირის გამო, ამ სასტუმროებით, უმეტესად, უცხოელები და ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ. აქვე ხშირად ნახავთ შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც “ხმაურიან” ურეკს, ქობულეთსა და ბათუმს ერიდებიან და მშვიდად სურთ შვებულების გატარება. სამწუხაროდ, გრიგოლეთში აღარ არის ცნობილი “კემპინგები” _ ფინური ტიპის ათეულობით სახლს კლიენტები არც არასაკურორტო დროს აკლდა, თუმცა, განსაკუთრებით გადატვირთული იგი სწორედ ზაფხულობით იყო. ახლა ეს ქონება მის მეპატრონეს წაართვეს და ამ ადგილზე “პატრიოტთა ბანაკი” მოაწყვეს.

წინა წლებთან შედარებით, წლევანდელ სეზონს უფრო მომზადებული ხვდება გრიგოლეთის კერძო სექტორი. აქ ფასები სხვებთან შედარებით დაბალია, თუმცა, 2-3-ლარიანი “კოიკების” მონახვა ძალიან გაჭირდება. შემორჩენილი “სტაროვერები” 15-20 ბავშვს დღეში 30 ლარად აღარ მიიღებენ და ეს თანხა მინიმუმ 50-მდე აიწევს. გრიგოლეთში კოტეჯები თანდათან კომფორტული ხდება, მაგრამ “ასაშენებელ-გასაკეთებელი” კურორტზე ჯერ კიდევ ბევრია.

შედარებით მაღალი ფასებია შეკვეთილში, თუმცა, კომფორტი და ფასები აქ ურეკზე ნაკლებია. როგორც ამბობენ, აქაური ბუნება არანაკლებ სასარგებლოა, მაგრამ დამსვენებლები რატომღაც მაინც უფრო ურეკს არჩევენ. ხმაური ვისაც არ უყვარს, ის შეკვეთილს ამჯობინებს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ კურორტს ცნობილი ადამიანები სტუმრობენ, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსები _ სხვადასხვა დროს აქ პარლამენტის თავმჯდომარეებს, მინისტრებს, პირველ ლედისა და სხვებს დაუსვენიათ.

შეკვეთილში დასვენება სასტუმროშიც შეგიძლიათ და კერძო სახლებშიც. ფასები, როგორც ვთქვით, ურეკზე ოდნავ დაბალია, თუმცა დიდად არ ჩამორჩება.

წელს ურეკში 20 ათასზე მეტ დამსვენებელს ელიან. გასართობი ადგილები წელს მრავლად იქნება და დამსვენებლები ნამდვილად არ მოიწყენენ. ზღვაზე გასვლაც თითქმის უსაფრთხოა _ ე.წ. “ჭები” არ კეთდება და პლაჟის გასწვრივ ჩამწკრივებული “სპასატელები” ზღვას თითქმის გრიგოლეთამდე აკონტროლებენ. როგორც გვპირდებიან, წელს, პლაჟზე განთავსებულ საშხაპეში თბილი წყალი პრობლემა აღარ იქნება. კურორტს ბავშვების გასართობებიც მრავლად დაემატა და სავაჭრო ობიექტებიც უფრო კეთილმოწყობილია.

ურეკში, კერძო სასტუმროებში დასვენება დღე-ღამეში მინიმუმ 30-დან 50 დოლარამდე ეღირება, იქნება უფრო ძვირიანი სერვისიც. დაბალი ტარიფი უფრო პატარა სასტუმროებს ექნებათ. ისევ პრობლემაა კანალიზაციის საკითხი, რის მოგვარებასაც უკვე დიდი ხანია გვპირდება ხელისუფლება.

წელსაც, ალბათ, განსაკუთრებულ “ცვეტში” ძველი რესტორნები და სასტუმროები იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, ახლებმაც არ დაუდონ ტოლი ძველებს. 10-კაციანი სუფრა რესტორანში შარშანდელზე ძვირი _ 400-500 ლარის ფარგლებში ჯდება, მეფური სუფრა კაცზე 60-დან 100-ლარამდეც კი ეღირება. 300 ლარში 10 კაცი წელსაც იქეიფებს, მაგრამ ცოტა ღარიბული სუფრა გამოვა. უმნიშვნელოდ იაფი დაგიჯდებათ გზისა და რკინიგზის პირას განლაგებულ რესტორან-კაფე-სასადილოებში კვება, თუმცა, “თავი თუ გამოიდე”, კაცზე 30-40 ლარზე აქაც ახვალ. ერთი ულუფა თევზის ფასი 5-დან 10 ლარამდე მერყეობს; მწვადი 6-8 ლარი ღირს; აჭარული, იმერული და მეგრული ხაჭაპური შესაბამისად _ 4, 5, 6 ლარი, სულგუნით კი _ 8 ლარი; ხინკალი ხორცით _ 50-60 თეთრი, ყველით _ 70 თეთრი, სოკოთი _ 80 თეთრი; “ოსტრი” _ 5 ლარი; შემწვარი წიწილა და ქათამი _ 15-25 ლარამდე.

შარშან და შარშანწინ კერძო სახლებში ერთი საწოლი დღეში საშუალოდ 5 ლარი ღირდა, ნაცნობობით ან ნაკლები კომფორტით _ 4 ლარი. ამ ფასად წელსაც შეიძლება მოძებნო საწოლი, მაგრამ ზღვასთან ცოტა მოშორებით და ძებნაშიც გვარიანად იწვალებ. წელს “კოიკის” ფასები 12-18 ლარს გაუტოლდება. გასულ წელს, სამჯერადი კვებით, კერძო სახლში, დღე 10-20 ლარი თუ დაგიჯდებოდა, წელს სავარაუდოდ, 30-40 ლარის ფარგლებში იქნება.

პლაჟებზე, ტრადიციულად, გაცილებით მაღალი ფასებია _ “კოკა-კოლა”, “პეპსი” და ა.შ. 3 ლარიც შეიძლება დაგიფასონ; ერთი ჭიქა მიწის თხილი ახლა ლარი ღირს, თუმცა, სულ მალე, ალბათ, შარშანდელივით 50 თეთრამდე დაეცემა. მზესუმზირას მაგარი გასავალი აქვს, მოხარშული ჭყინტი სიმინდი გასულ წლებში თავიდან 1 ლარის ფარგლებში იყო და სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება. განსაკუთრებული ვაჭრობა, ტრადიციულად, მენაყინეებს ექნებათ.

ახლა არც ხარჯების შეჯამებას დაგზარდებით _ სასტუმროებში ერთ ადამიანს ათი დღე მინიმუმ 400 დოლარი დაუჯდება, სულადობის ზრდასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად იზრდება ხარჯიც. კერძო სექტორში, ურეკში ერთი ადამიანს ათ დღეში, მომჭირნედ თუ იცხოვრებს, 350 ლარი, არა უშავს ცხოვრებისთვის კი _ 500-600 ლარი დასჭირდება; ორ ადამიანს _ შესაბამისად, 650 და 800-1000, სამს _ 800 და 1200-1500 ლარი. რა თქმა უნდა, აქ არსად არ იგულისხმება გზის ხარჯი.

ეს ურეკის ფასებია, ყვავილნარსა და გრიგოლეთში დასვენების ხარჯები მაქსიმუმ მესამედით შემცირდება. ყველაზე იაფი მაინც გრიგოლეთია, სადაც ოთახს თვეში 70-100 ლარადაც კი იქირავებ. თუმცა, წელს, შესაძლოა, ეს ფასებიც გაიზარდოს.

რაც შეეხება ბათუმს, აქ ფასები ურეკისაზე 20-30%-ით ძვირია, ხოლო ქობულეთი ურეკსა და ბათუმს შორისაა.

აქვე მკითხველს ზღვისპირეთში მიწის ნაკვეთების ფასებსაც შევახსენებთ. ფაქტობრივად, აღარ დარჩა საპრივატიზაციო ნაკვეთი, პრივატიზებულის ფასები კი თანდათან მატულობს _ 300 კვადრატული მეტრ ფართს “თავის დროზე” 300-400 ლარად თუ “დაითრევდი”, წელს საუკეთესო ადგილზე კი კვ.მ. ნაკვეთის ფასი 30-40 დოლარზეც ადის, ანუ 300 კვ. მ. 9-12 ათასი დოლარი ღირს.

პირველი დამსვენებელი კურორტ ბახმაროს უკვე ივნისის ბოლოდან ეყოლება, განსაკუთრებული აქტივობა კი ივლისის მეორე ნახევრიდან იწყება და 21 აგვისტომდე, ანუ ტრადიციულ დოღამდე გრძელდება. მიკროავტობუსს, ბახმაროში ორი ოჯახი მიჰყავს თავისი ბარგით და თითოეულისაგან შარშან 70 ლარს იღებდა. წელსაც, სავარაუდოდ, ასე იქნება. უკან დაბრუნებაც იგივე ღირს. მოკლედ, მარტო გზა 140 ლარი დაგიჯდებათ. ბახმაროში, არაკომფორტული ბინის ფასი 100 ლარიდან 300 ლარამდეა. სამსულიან ოჯახს კვებისთვის მინიმუმ 500-600 ლარი დაეხარჯება, ამას გზისა და ბინის ხარჯები დავუმატოთ და სამსულიანი ოჯახის მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური ხარჯი შესაბამისად 500-800-1000 ლარს შეადგენს. პანსიონატის ტიპის დაწესებულებაში დასვენება სამჯერადი კვებით დღეში 30-40 ლარი ჯდება, თუმცა, ალბათ წელსაც იქნება 10-დღიანი სერვისი 200 ლარად.

მართალია, წყლის პრობლემა კურორტზე თითქოს მოგვარდა, მაგრამ ზოგიერთ უბანში პრობლემები ისევ არსებობს და დამსვენებლების ნაწილს წყლის ვედროებით “თრაქვა”, ალბათ, ისევ მოუწევთ. ტუალეტების ამბავი ხომ კომიკურ ელფერს იძენს _ ბახმაროში სახლებს არ კეტავენ (აქაოდა, თუ მოინდომეს, მაინც გატეხავენ და საკეტი და კარი გვეზარალებაო), სამაგიეროდ, ბოქლომი “დეფიციტად” ქცეულ საპირფარეშოებს ადევს.

რაც შეეხება კომფორტის მოყვარულ დამსვენებლებს, მათ საყურადღებოდ ვიტყვით, რომ ტუალეტიანი, კომფორტული კოტეჯების ქირა 1000 დოლარიდან 2500 დოლარამდე მერყეობს!

და ბოლოს. ამ ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ორ უცხოელს გავესაუბრეთ, რომლებსაც აჭარის დედაქალაქში ბიზნესი აქვთ _ რესტორანი და ტურისტული კომპანია. მართალია, მათ ვინაობა არ დაუმალავთ, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავასახელებთ, რომ მათი განცხადებების გამო, რაიმე პრობლემა შეექმნათ:

_ თან სწავლობთ და თან ბიზნესი გაქვთ?

_ კი, ორივე ერთად. არ შეიძლება?

_ კი, როგორ არა, ჭკვიანები ყოფილხართ!

_ აქ კარგი ხალხია, ცხოვრება იაფია. ერთი ეგაა, კომუნალური გადასახადები ძალიან მაღალია, ტექნიკაც ძვირია. თუმცა არა უშავს _ ქართველებს კეთილი გული აქვთ და ესაა მთავარი. ბევრი აქაური მეგობარი მყავს, ქართველი გოგო მინდა შევირთო ცოლად. მოკლედ, ყველაფერი კარგია აქ, მიშა კი არ მომწონს, _ ბოლო სიტყვები ლამის ჩურჩულით თქვა უცხოელმა და გაიღიმა.

_ რატომ?

_ რა ვიცი, არ მომწონს და…

_ ეგ არ თქვა. თორემ ხეირს არ დაგაყრიან.

_ ვაი დედა! _ ქართველი მეგობრისგან ნასწავლი დაკვნესება კარგად გამოუვიდა და იქვე განაგრძო: _ ჰო, ზუსტად ამიტომ არ მომწონს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია. ჩემ ქვეყანაში ასე არ ხდება _ დემოკრატია მთავარია. მე რა ვიცი, კარგია თუ არა. უბრალოდ, როცა ჩემ მეგობრებს ვეკითხები, ამბობენ, რომ ეს ხელისუფლება კარგი არ არის. ახლაც, ხალხს ბინების გაქირავებისთვის გადასახადს აკისრებენ. მეც ამიტომ ვთქვი. კარგი, აღარ ვიტყვი, _ “დამაიმედა” უცხოელმა სტუდენტმა-ბიზნესმენმა.

_ თქვენთან ხალხს პოლიტიკა ასე აინტერესებს?

_ კი, კი… პრეზიდენტის მეგობარი ჩემი მეგობარია.

_ ამის გამო პრივილეგიები გაქვს?

_ არა, რას ამბობ. პრივილეგია რომ მქონდეს, ბიზნესი აქ კი არ მექნება!

_ რესტორანში კარგი შემოსავალი გაქვთ?

_ კი, ჩვენ გვყოფნის. რესტორანი ნაქირავები გვაქვს _ 1000 დოლარს ვიხდით. გადასახადები, ხარჯები და სადღაც 1000-1000 დოლარი გვრჩება თვეში. ჩემ მეგობარს ტურისტული კომპანია აქვს, სეზონზე ჩვენი ქვეყნიდანაც ჩამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს. აქ ფასები კარგია _ ბინაში 300 ლარს ვიხდით, თუმცა, როგორც გითხარი, კომუნალური გადასახადია ძალიან მაღალი. თუმცა აქ დასვენება მაინც იაფი ჯდება და ამიტომაც არ იტყვიან ჩვენებურები ჩამოსვლაზე უარს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19 სექტემბერი, 2026

ოზურგეთში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცი ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვას ახალაია დაესწრო

ყველა სიახლე

ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო