ბაღათურიას თქმით, ამის საფუძვლეს მთავარი პროკურორ არჩილ კვილაშვილის განცხადება აძლევს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ “თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლო გავათავისუფლოთ პროკურატურის წნეხისგან, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სასამართლომ ახალაიას საქმეზე ჩვენთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღოს”
-როგორ ფიქრობთ, ახალაიას გაათავისუფლებენ?
-არჩევნების შემდეგ ახალაიასაც და მერებიშვილსაც სიმბოლურ სასჯელებს მიუსჯიან მალევე გაანთავისუფლებენ.
-კოჰაბიტაცია გაგრძელდება?
-ნაცებს და ოცნებას შორის რაც არის იმას კოჰაბიტაცია არ ჰქვია, ეს არის გარიგება ხალხის ზურგს უკან, კოჰაბიტაცია სხვა რამეა და ფარული შეთანხმება იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყონ, სულ სხვა რამე.
-იქნებ თქვენი პროგნოზიც გვითხრათ, ხალხი ამბობს, ძალიან საეჭვოდ ალაპარაკდნენ მეორე ტურზეო.
-არჩევნებთნ დაკავშირებით პროგნოზების კეთების სურვილი არ მაქვს, თანაც ყველაფერი სწორედ არჩევნების შემდეგ დაიწყება.