ისინი ტრანსფარანტებით, სიმბოლურად თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილები “მცოცავ ოკუპაციას” აპროტესტებდნენ.
2008 წელს ცხინვალიდან იძულებით დევნილმა მანდილოსნებმა მდუმარე აქციით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ და მსოფლიოს საზოგადოებას მოუწოდეს, რაც შეიძლება მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიციია “მცოცავი ოკუპაციის” წინააღმდეგ.
40-მდე ქალბატონმა გორის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო, ბოლოს კი მთავარ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელ საქართველოს მოუწოდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ.