ბაქრაძე ოზურგეთის მოსახლეობას სახელმწიფო თეატრში 2 საათზე შეხვდება.
გურიის შტაბის ხელმძღვანელ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თეატრში 1000 კაცს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძე გურიაში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში უკვე იმყოფებოდა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ერთი თვის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტში სოფელ ძიმითისა და დვაბზუს მოსახელობას შეხვდა.
ბაქრაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ოზურგეთში საარჩევნო შტაბიც გახსნა.