უცხოელ სტუმრებს მასპინძლობას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უწევდა. საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ “რთველი 2013”-ის პრეზენტაცია გამართა. ელჩებს ინფორმაცია რთველის შედეგების თაობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მიაწოდა.
ელჩებმა ეზოში მოწყობილ ეთნიკურ კუთხე დაათვალიერეს. გაეცნენ თუ როგორ ზეიმობენ საქართველოში რთველს, მოსავლის აღებას, ელჩებმა დააგემოვნეს ღვინო, თავად ამოავლეს ჩურჩეხელა, მოახვიეს ხონკალი და თონეში პური გამოაცხვეს.
კახეთში ტურის ფარგლებში დიპლომატებ თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დახურვას დაესწრნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის, მსგავსი სახის შემეცნებითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ყოველი წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე მოაწყოს, ამგვარად, დიპლომატები შეძლებენ უკეთ გაეცნონ ქვეყნის კულტურას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, იქ არსებულ ტრადიციას და შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.