შეხვედრას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამომავლო სამოქმედო ერთობლივი გეგმა, აგრეთვე კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით დაგეგმილი და მიმდინარე სხვადასხვა აქტივობები.